კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს გვერდი გიხსნის, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რისთვის ვიყენებთ და ვინ ხედავს მათ. ვერსია 1, 2026 წლის ოქტომბერი.
ვინ ვართ
პლატფორმას მართავს მოძრაობა ქართული რესპუბლიკა. ის პასუხისმგებელია იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც ამ საიტზე გვაწვდი. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის მოგვწერე საკონტაქტო გვერდიდან.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
- რეგისტრაციისას: Google ანგარიშის ელფოსტა, სახელი და პროფილის ფოტო (მათ Google გვაწვდის), შენ მიერ შეყვანილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი (დადასტურებული SMS კოდით) და რეფერალური კოდი, თუ ბმულით მოხვედი.
- წევრობის განაცხადისას: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგიონი და ქალაქი, საქმიანობა და შენ მიერ არჩეული დელეგატი.
- დელეგატად დამტკიცებისას: მოკლე ბიოგრაფია და ფოტო.
- საიტით სარგებლობისას: ღონისძიებებზე დასწრების მონიშვნა, ხმა გამოკითხვებში და საკონტაქტო ფორმით გამოგზავნილი შეტყობინებები.
- ტექნიკური ჩანაწერები: საიტის მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის სერვერი ავტომატურად აღრიცხავს IP მისამართს და ბრაუზერის მონაცემებს.
რისთვის ვიყენებთ
შენს მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ მოძრაობის საქმიანობისთვის: რეგისტრაციისა და შესვლისთვის, წევრობისა და დელეგატების სისტემისთვის, ღონისძიებებისა და გამოკითხვების ორგანიზებისთვის და საჯარო სტატისტიკისთვის, რომელიც მხოლოდ ჯამურ რიცხვებს აჩვენებს. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
ვინ ხედავს შენს მონაცემებს
- მხარდამჭერის შესახებ საჯაროდ არაფერი ჩანს.
- თუ წევრი გახდები და დელეგატს აირჩევ, ეს დელეგატი ხედავს შენს სახელს, გვარს, რეგისტრაციის თარიღს, სტატუსს და ღონისძიებებზე დასწრების მონიშვნას.
- თუ დელეგატად დაგამტკიცებენ, საჯაროდ გამოჩნდება შენი სახელი, გვარი, რეგიონი, ფოტო, ბიოგრაფია, წევრების რაოდენობა და ადგილი რეიტინგში.
- სრულ მონაცემებს ხედავენ მხოლოდ პლატფორმის ადმინისტრატორები.
- საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ჯამური რიცხვები, მათ შორის რეგიონების მიხედვით.
ვის ვუზიარებთ
მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც საიტის მუშაობისთვისაა საჭირო — ავტორიზაცია, SMS-ით დადასტურება, მონაცემთა შენახვა და ჰოსტინგი. მონაცემთა ბაზა ევროკავშირში მდებარეობს, თუმცა ზოგიერთი მიმწოდებელი, მაგალითად Google-ით შესვლა და ჰოსტინგი, მონაცემებს აშშ-შიც ამუშავებს. სხვა პირებს შენს მონაცემებს შენი თანხმობის გარეშე არ გადავცემთ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
რამდენ ხანს ვინახავთ
მონაცემებს ვინახავთ, სანამ შენი ანგარიში აქტიურია. ამის შემდეგ მათ ვშლით ან ისე ვინახავთ, რომ შენი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.
შენი უფლებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა, ასევე ნებისმიერ დროს, მიზეზის განმარტების გარეშე, გაიხმო თანხმობა. მოთხოვნა გამოგვიგზავნე საკონტაქტო გვერდიდან — გიპასუხებთ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ასაკი
პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ 18 წლის ან უფროს პირს.
ქუქი-ფაილები
საიტი იყენებს მხოლოდ შესვლისთვის აუცილებელ ქუქი-ფაილებს. სათვალთვალო ან სარეკლამო ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
ცვლილებები
თუ ამ პოლიტიკას შევცვლით, ახალ ვერსიას თარიღით აქ გამოვაქვეყნებთ.
