ჩვენ შესახებ

ქართული რესპუბლიკა არის იმ ადამიანების ერთობა, ვისაც გვჯერა:

  1. რომ საქართველო და ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ერს და არა ვიწრო, კორუმპირებულ ელიტას, რომელიც ჩვენს ხარჯზე მდიდრდება და ქვეყნის სიმდიდრეს პირად ქონებად აქცევს.

  2. რომ საქართველოს უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებიც მთელი ერის ინტერესებს ემსახურებიან და არა მხოლოდ რამდენიმე ოლიგარქისა თუ ჩინოვნიკისას.

  3. რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იგრძნობს თავს დაჩაგრულად, ყველას ექნება გამდიდრების თანაბარი შესაძლებლობა და თითოეულ ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ცხოვრების პირობები.

ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ამ ყველაფრის მიღწევას ქართველები ვერ შევძლებთ თანადგომისა და ერთიანობის გარეშე, მაგრამ აუცილებლად შევძლებთ, თუ გავერთიანდებით.

ჩვენი მიზანი

ერთობიდან გამარჯვებამდე

  1. 01 · ერთობა

    ქართველი ერის გაერთიანება საერთო შეთანხმების, ღირებულებებისა და მიზნების გარშემო

  2. 02 · პოლიტიკური ძალა

    ამ ერთობის ჩამოყალიბება ხალხის მიერ შექმნილ, ძლიერ პოლიტიკურ ძალად

  3. 03 · გამარჯვება

    ერის ნების გამარჯვება

პორტალი

სწორედ ასეთი პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა ამ პორტალის მიზანი.

ეს არის სივრცე, სადაც ქართველ ხალხს შეუძლია:

  • გაერთიანებამხარდამჭერიმარტივი რეგისტრაცია მეილით და ტელეფონით.გახდი მხარდამჭერი →
  • ორგანიზებაწევრიწევრად გასახდომად შეავსე განაცხადი.გახდი წევრი →
  • ლიდერების არჩევადელეგატიმოძრაობის წარმომადგენელი თავის ქალაქში, სოფელში, უბანში.გაეცანი წესებს →
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობასაერთო კენჭისყრაბორდს შეუძლია მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტად ყველა წევრს გადასცეს.ორგანიზაციული სტრუქტურა →
ჩვენი ფესვები

1918 — 1991

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. სამ წელზე ნაკლებ დროში რესპუბლიკამ საყოველთაო არჩევნები ჩაატარა, ქალებს ხმის უფლება მისცა და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც ხელმწიფებას მთელს ერს აკუთვნებდა.

დამოუკიდებლობის აქტი (1919 წლის 12 მარტის ეგზემპლარი) · 1921 წლის კონსტიტუცია: პირველი თავი და ხელმოწერები. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
  1. 191826 მაისი, 17:10დამოუკიდებლობის აქტი„…თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.“ — მე-5 პუნქტირესპუბლიკის დროშა: 1918–1921, 1990–2004
  2. 191914–16 თებერვალიდამფუძნებელი კრების არჩევნებიარჩევნებში ორივე სქესის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო.
  3. 192121 თებერვალიკონსტიტუცია„ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს…“ — მუხლი 52
    „სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.“ — მუხლი 19

    კანონის ინიციატივის უფლება 5 000 ამომრჩეველსაც ჰქონდა — მუხლი 63
  4. 192125 თებერვალიოკუპაციაწითელი არმია თბილისში შევიდა. 2010 წლიდან 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
  5. 19899 აპრილი9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა ჯარმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი.
  6. 199131 მარტირეფერენდუმიმონაწილეობა — 90,57%. დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა ხმათა 99,49%-მა.
  7. 19919 აპრილიდამოუკიდებლობის აღდგენადამოუკიდებლობა აღდგა „…საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.“
საქართველოს სახელმწიფო დროშა
შემოგვიერთდი